loader

"ოჯახის მკურნალის" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოჯახის მკურნალის" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება

ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში დეკემბრის ნომრის რეალიზაციიდან შემოსული თანხა 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა. ფონდი ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. თომა ციგურიშვილი ერთ-ერთია, ვისაც დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ეხმარება. მისი დედის თამარ შუკვანის განმარტებით, თომას მკურნალობის ძირითადმა ეტაპმა უკვე ჩაიარა და ბავშვიამჟამად კონტროლის ეტაპზეა.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი სამ წელიწადნახევარია არსებობს. ამ დროის მანძილზე ფონდი 220 ბავშვს დაეხმარა, თუმცა, მხოლოდ 176 ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. საერთო ჯამში 2 200 000 ლარია დახარჯული. ყველა ბავშვი კვლავ ფონდის ბენეფიციარია და მათ ზედამხედველობას ფონდი კვლავ ახორციელებს. ფონდის დამფუძნებლისა და დირეტქორის, კახაბერ ჯანაშვილის თქმით, ბავშვების რაოდენობა მატულობს, თანხები კი იკლებს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო პროექტი და მის ფარგლებში მიღებული თანხა.

პროექტი 2016 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. ამ პერიოდში ჟურნალის ოთხი საქვემოქმედო ნომერი გამოვიდა. პროექტში ცნობილი სახეებიც არიან ჩართული. დეკემბრის ნომერის სახე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი იყო.

#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" და "პალიტრა მედია" ჰოლდინგის ერთობლივი პროექტია.