loader

დღეს დილით "ნაციონალებში" მომხდარი დაპირისპირების ვრცელი ვიდეომასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს დილით "ნაციონალებში" მომხდარი დაპირისპირების ვრცელი ვიდეომასალა

პარლამენტში, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ ისინი ბავშვივით უჯერებენ გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. ბობოხიძემ ნიკა მელიას მიმართა, რომ ის, რომელსაც ერთი აგური არ დაუდია პარტიის მშენებლობის საქმეში, "მისი წვალებით შექმნილ პარტიას" შლიდა. სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა. როგორც ცნობილია, ფრაქციის დღეს ჩანიშნული სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.