loader

როგორ გამოდის გათავისუფლებული რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოდის გათავისუფლებული რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბრალდება რატი გაჩეჩილაძისთვის 5 ათასლარიან გარაოს მოითხოვდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი თქმით, რატი გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სხდომის დასრულების შემდეგ რატი გაჩეჩილაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და სასამართლოს ტერიტორია სირბილით დატოვა.

წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.

ასევე იხილეთ: რატი გაჩეჩილაძე სასამართლოდან ისე გაიქცა, ჟურნალისტები ვერ დაეწივნენ