loader

მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარების წინააღმდეგია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია რჩეულიშვილი სასამართლო პროცესების სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარების წინააღმდეგია

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი წინააღმდეგია, რომ სასამართლო პროცესები სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდეს. ამის შესახებ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, ჩატარდება თუ არა "ცენტრ პოინტის" საქმეზე, ე.წ. ბათუმის "მაგნოლიას" ეპიზოდზე სხდომები საავადმყოფოში. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ პროცესი იქამდე გადაიდოს, ვიდრე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდება და პროცესის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას ითხოვს. პროკურორების აზრით, ადვოკატებისა და ბრალდებულის აღნიშნული პოზიცია პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.