X
სად იმყოფება პრეზიდენტის სიძე, რომელიც ამ საღამოს დაჭრეს
00:13 / 12-01-2017
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს.
მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოჰკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

ავტორი: მეგი ნარსავიძე

იხილეთ:

სასწრაფოდ: პრეზიდენტის სიძე დაჭრეს - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

რა ხდება ამჟამად ბალანჩივაძის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

ასევე იხილეთ Palitratv.ge-ს მასალა არქივიდან:

როგორ გამოიყურება გიორგი მარგველაშვილის სიძე, რომლის სახლიც გაჩხრიკეს
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე მიიყვანეს - ძალიან ემოციური კადრები  
პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა - პირველი კადრები რუსთაველის თეატრიდან
ოლიმპიადა მოციგურავეებისთვის სადებიუტო აღმოჩნდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფიგურაა
მამა იონამ ნაჩუქარი ჯიპი გაყიდა: გადავწყვიტე თანხა მოვახმარო ეკლესიის მშენებლობას და იმ ადამიანებს, ვისაც ფინანსური დახმარება სჭირდებათ