X
რა ხდება ამჟამად ბალანჩივაძის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის სიძე დაჭრეს
00:30 / 12-01-2017
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
შსს-ში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ ამავე საქმეზე გამოჰკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

ავტორი: ნიკა საჯაია

იხილეთ: სად იმყოფება პრეზიდენტის სიძე, რომელიც ამ საღამოს დაჭრეს

ასევე იხილეთ Palitratv.ge-ს მასალა არქივიდან:

როგორ გამოიყურება გიორგი მარგველაშვილის სიძე, რომლის სახლიც გაჩხრიკეს
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს