loader

კადრები საბურთალოს ქუჩიდან, სადაც პოლიციელი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები საბურთალოს ქუჩიდან, სადაც პოლიციელი დაჭრეს

საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ირკვევა, დაჭრილ პოლიციელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული, - ამის შესახებ "პალიტრა ტვ"-ს თვითმხილველმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

ავტორი: ნიკა საჯაია