loader

ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს - ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში პროკურატურაში იყო დაბარებული. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.