loader

მძიმე ავარია ბათუმში - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია ბათუმში - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ავტოავარია ბათუმში - გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების თანამშრომლებმა გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს ზედა კიდურებზე და თავის არეში ტრავმები აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.