loader

"პოლიციელებმა კანაფის წინ "სელფის" გადაღება მაიძულეს" - რას ჰყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიციელებმა კანაფის წინ "სელფის" გადაღება მაიძულეს" - რას ჰყვება დიაკვანი, რომლის სახლიდანაც მარიხუანა და იარაღი ამოიღეს

სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკვან გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს. ამის შესახებ დიაკვანმა დღეს ქუთაისში, „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი ჯახუას თქმით, შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. დიაკვანი ირწმუნება, რომ კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა."C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – განაცხადა ჟურნალისტებთან დიაკვანმა.
დიაკვანი ასევე, სამართალდამცველებს უფლებამოსილების გადამეტებაშიც ადანაშაულებს.
ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს და "სელფის" გადაღება აიძულეს.
რაც შეეხება იარაღს, დიაკვანი ამბობს, რომ ის ანტიკვარული იყო. "ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – განაცხადა გიორგი ჯახუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.