loader

რა მოხდა 153-ე ბაგა-ბაღში - ბავშვი გადაყვანილია იაშვილის კლინიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა 153-ე ბაგა-ბაღში - ბავშვი გადაყვანილია იაშვილის კლინიკაში

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მუხიანში მდებარე 153-ე ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, ბაღის ადმინისტრაცია სააგენტოშია დაბარებული, ხოლო მონიტორინგის სამსახური საბავშვო ბაღშია მისული. საქმე ეხება ერთ-ერთი მშობლის პრეტენზიას, რომელიც 153-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.