loader

"ქურდი კაცი ხარ და როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება" - შსს 2 დაკავებული "კანონიერი ქურდის" ფარულ ჩანაწერს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქურდი კაცი ხარ და როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება" - შსს 2 დაკავებული "კანონიერი ქურდის" ფარულ ჩანაწერს ავრცელებს

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზ.ბ. შპს ,,კაპიტალ გრუპის“ კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - რ.გ-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ-მ და ზ.ბ-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, SKYPE-ს მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს - ლ. ხ-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. ქურდული კანონების თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა. გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.