loader

ამხანაგი ბაბუნაშვილი - 40 წლის მარტოხელა დედა, რომელსაც კომუნიზმის სჯერა და შვილები "პიონერებად" გააწევრიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამხანაგი ბაბუნაშვილი - 40 წლის მარტოხელა დედა, რომელსაც კომუნიზმის სჯერა და შვილები "პიონერებად" გააწევრიანა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩაიხანამ" მარიამ უგრეხელიძის ფილმით "ამხანაგი ბაბუნაშვილი" საზოგადოებას ახალგაზრდა ქალი გააცნო, რომელსაც კომუნისტური პარტიისა და კომუნიზმის დღემდე სჯერა. როგორ ხსნის ის საკუთარ არჩევანს და როგორ ცხოვრობს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რომლებიც პიონერებად გააწევრიანა, ნახეთ რაგმენტი ფილმიდან:

"ნათია ბაბუნაშვილს კომუნიზმის სჯერა. საბჭოთა კავშირი 25-ზე მეტი წლის წინ დაიშალა, თუმცა 40 წლის მარტოხელა დედა დღემდე საქართველოს კომუნისტური პარტიის გულშემატკივარია, რადგან თვლის, რომ ეს ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყველა მოქალაქეს შორის თანასწორობას უჭერს მხარს.

სტაბილური სამსახურის არქონის გამო ნათიას შვილების, 13 წლის თამუნასა და 9 წლის გიორგის გაზრდა უჭირს. ორივე შვილი აქტიური პიონერია, კომუნისტური პარტიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წევრი, სადაც სკაუტების მსგავს აქტივობებს კომუნისტური იდეოლოგიის ელფერი დაჰკრავს."

იხილეთ ფილმის სრული ვერსია