loader

საზარელი შემთხვევა ბათუმში: დედა-შვილი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, გაყინული იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი შემთხვევა ბათუმში: დედა-შვილი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, გაყინული იპოვეს

ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად მეზობლები გაყინვას ასახელებენ. მათი თქმით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა.
დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო, 26 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდა.

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები რამდენიმე დღე არ გამოჩენილან, მეზობლებმა კი დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასს გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.