loader

ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი არ დაუჭირა, ჩვენს ქვეყანას საფრთხის შემცველს უწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი არ დაუჭირა, ჩვენს ქვეყანას საფრთხის შემცველს უწოდებს

ევროკავშირი და მისი სურვილი, გააგრძელოს გაფართოება, გავლენას ახდენს და შეიძლება იმეორებდეს შეცდომებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სტივენ ვულფმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია.

"ქალბატონმა მერკელმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც გერმანიის კარები გაუღო შესაბამისი შემოწმების გარეშე ყველა მსურველს. ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. ევროკავშირი ცდილობს თავისი გავლენის, თავისი იმპერიის გაფართოებას, ანალოგიურ შეცდომას უშვებს. არ ამოწმებს, ვინ ჩამოვა ევროკავშირში. თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა ძალიან საფრთხის შემცველია. ქართულმა გაზეთმა ”რეზონანსმა” განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ”ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას, რაც მერკელმა გასულ წელს დაუშვა”, - განაცხადა სტივენ ვულფმა.

ვიდეო: მოამბე