loader

მძღოლს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ავარიის დროს ახალგაზრდა გოგონა შეიწირა, ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლს, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ავარიის დროს ახალგაზრდა გოგონა შეიწირა, ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა

მძღოლი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ავარიის დროს ახალგაზრდა გოგონა შეიწირა, პოლიციამ დააკავა. პროკურატურის განცხადებით, გიორგი ჯაფარიძეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი ლაბორატორიულად დაუდგინდა. გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც ჯაფარიძე მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შედეგად "ოპელის" მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. გამოძიება გრძელდება. ჯაფარიძეს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. საზარელი ავტოავარია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 24 იანვარს ღამით მოხდა.