loader

უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ოპერაციის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ოპერაციის შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში ოპერაცია ორშაბათს, 13 თებერვალს ჩაუტარდება. ამის შესახებ საპატრიარქოში აცხადებენ.
ილია მეორე ევროპაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის გერმანიაში გამგზავრება რამდენიმე დღის წინ, ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესის გამწვავებამ დააჩქარა. ექიმის თქმით, უწმინდესის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მისი ოპერაციისთვის მომზადება მიმდინარეობს. ნაღველ-კენჭოვანი დაავადების გამო პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდება.