loader

მოწამლეს თუ არა პატრიარქი? - "არც პატრიარქს სჯერა ამისი და არც რომელიმე ჩვენგანს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოწამლეს თუ არა პატრიარქი? - "არც პატრიარქს სჯერა ამისი და არც რომელიმე ჩვენგანს"

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია. ამის შესახებ სდსს-ს უფროსმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პატრიარქის უსაფრთხოებას პირადად იცავს. მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს აეროპორტში დააკავეს. ის გერმანიაში პატრიარქთან მიემგზავრებოდა. კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, უცნობია, რადგან მთავარ პროკურატურას ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას. აღნიშნულზე კომენტარი ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა.