loader

მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ

მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ. "ცენტრ პოინტის" საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დღეს ბრალდებულების დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა ისინი დღევანდელ პროცესზე არ მივიდნენ. პროცესის დაწყებამდე "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მაია რჩეულიშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდებოდა. როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ აღნიშნა, დაცვის მხარე გუშინ შეხვდა ბრალდებულს, მისგან მოისმინა მზაობა სასამართლოზე გამოცხადების და დაკითხვის წინ პოზიციები შეათანხმა. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ბრალდებულები გურამ და მაია რჩეულიშვილები თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და პროცესების გაჭიანურებას ცდილობენ.