loader

გიგი უგულავა - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პატრიარქი ვერ გადაიტანდა ოპერაციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავა - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პატრიარქი ვერ გადაიტანდა ოპერაციას

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია, - ამის შესახებ მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი ერთი კვირის განმავლობაში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ირწმუნებოდა, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა ყოფილა.