loader

შეხლა-შემოხლა პოლიციასთან - ცენტრალური მაგისტრალის გეგუთის მონაკვეთზე მოვაჭრეების გამოსახლებას დაპირისპირება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა პოლიციასთან - ცენტრალური მაგისტრალის გეგუთის მონაკვეთზე მოვაჭრეების გამოსახლებას დაპირისპირება მოჰყვა

დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა პოლიციასთან - ცენტრალური მაგისტრალის გეგუთის მონაკვეთზე მოვაჭრეების გამოსახლებას ხმაური მოჰყვა. კომერციულ ობიექტში, რა ადგილზეც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგებლები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. დაპირისპირება სწორედ გამოსახლების პროცესს მოჰყვა. სასამართლო დავა კომერციული ფართის მესაკუთრეებსა და საგზაო დეპარტამენტს შორის დაახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს. მეპატრონეების განმარტებით, მათ მიერ დაქირავებული აუდიტის დასკვნით ქონება მილიონ 200 ათას ლარად შეფასდა, საგზაო დეპარტამენტმა კი ეს ტერიტორია 850 ათას ლარად შეაფასა და კომპენსაციის სახით მეპატრონეებს თანხა უკვე გადაურიცხა. მეპატრონის თქმით, ეს თანხა არ შეესაბამება მათი საკუთრების რეალურ ფასს. აღსრულების ეროვნული ბიუროში კი ამბობენ, რომ გამოსახლების პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს, რადგან მათ აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება. მათივე განმარტებით, ადგილზე დევნილი ოჯახი არ ცხოვრობს.