loader

ეკა ბესელიამ თინა ბოკუჩავას "ჩიორა2" უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკა ბესელიამ თინა ბოკუჩავას "ჩიორა2" უწოდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მანდატურს სთხოვა, დეპუტატი თინა ბოკუჩავა კომიტეტის სხდომიდან გაეყვანა.

ბესელიასა და ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელსაც დღეს პლენარულ სხდომაზე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, დღის ბოლოს საკომიტეტო მოსმენაზე გაგრძელდა.

ფარულ მოსმენა-მიყურადღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას გამართული დისკუსიის დროს, ეკა ბესელიას თინა ბოკუჩავამ მიმართა, რომ მან "დღეს თავი რამდენჯერმე შეირცხვინა და კომიტეტის სხდომაზე სტუმრების მაინც შერცხვენოდა".

ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგას "ჩიორა2" უწოდა და მანდატურს მოუწოდა, გაეყვანა ბოკუჩავა სხდომიდან, რადგან შეუძლებელი იყო მასთან ერთად მუშაობა.

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათის ფონზე მიმდინარეობს. მსჯელობა მიდის იმ ვალდებულებებზე, რომელიც კანონპროექტით კომუნიკაციების კომპანიებს ეკისრება და რასაც კერძო ოპერატორი კომპანიები კრიტიკით ხვდებიან.

კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.