loader

რატომ არ იმყოფებოდა პატრიარქი სამებაში წირვაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ იმყოფებოდა პატრიარქი სამებაში წირვაზე?

სამებაში წირვა-ლოცვამ პატრიარქის გარეშე ჩაიარა. დღეს წირვა პატრიარქს უნდა აღევლინა, თუმცა, სამების ტაძრის მღვდელმსახურები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რატომ არ დაესწრო წირვას პატრიარქი . მართმლადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის კვირას აღნიშნავს. ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა. სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს.
სამებაში იმედოვნებენ, რომ პატრიარქი შენდობის წესის წაკითხვას დაესწრება.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.