loader

"მამა გიორგი მამალაძემ საკუთარ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა" - გიორგი ფანცულაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამა გიორგი მამალაძემ საკუთარ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა" - გიორგი ფანცულაია

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საკუთარ ჩვენებაში რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა განუცხადა.
დაცვის მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისზე ისაუბრა დაკითხვისას დაკავებულმა დეკანოზმა.
”მამალაძის მიერ იყო რამდენიმე სახელსა და გვარზე საუბარი. თუმცა ვერ ვიტყვი, საჯაროდ გაჟღერდა თუ არა ეს გვარები”, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკითხვისას თეთრუაშვილზეც დაისვა კითხვები,” თუმცა რა ფორმით იყო დასმული შეკითხვები”, ადვოკატს არც ეს დაუკონკრეტებია.