loader

"დაკითხვის დროს მამა გიორგი მამალაძემ მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა" - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაკითხვის დროს მამა გიორგი მამალაძემ მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა" - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი

მამა გიორგი მამალაძე პროკურატურის რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა ე.წ. "მატროსოვის ციხიდან" გამოსვლის შემდეგ განუცხადეს.
ადვოკატების განმარტებით, მამა გიორგი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მან პროკურატურის ძალიან ბევრ შეკითხვას უპასუხა, თუმცა, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ვიდრე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება მიღებული. ამ მიზნით ადვოკატები პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავენ.
ე.წ. "მატროსოვის ციხეში" დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგის დაკითხვა 11:00 საათიდან მიმდინარეობდა.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ:

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დამთავრდა: პროკურორის პირველი კომენტარი - კადრები უმონტაჟოდ