loader

ქობულეთში მაშველებმა ცხედარი ბინაში იპოვეს - რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთში მაშველებმა ცხედარი ბინაში იპოვეს - რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი?

ქობულეთში, აღმაშენებლის # 116-ში მაშველებმა 56 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს გულის შეტევა მოუვიდა. მეზობლები სხვა ვერსიას გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი თბილისში ცხოვრობდა და ქობულეთში საკუთარი ბინის გასარემონტებლად ჩავიდა. მეზობლები პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც გარდაცვლილის მეუღლემ ტელეფონით აუწყა, რომ იგი სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. პირველადი დათვალიერებით, მამაკაცს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.