loader

მეუფე დიმიტრი დეკანოზ მამალაძეზე და ემოციური ისტორია, რომელიც მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს უამბო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეუფე დიმიტრი დეკანოზ მამალაძეზე და ემოციური ისტორია, რომელიც მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს უამბო

პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თავი შეგვეკავებინა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებისგან, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტები დიმიტრი შიოლაშვილისგან დაინტერესდნენ, რატომ არ მოინახულეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრალდებული დეკანოზი. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის განმარტებით, მონახულებისგან თავის შეკავების თხოვნა პროკურატურიდან იყო, თუმცა, მიტროპოლიტი ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვა.