loader

Live: "რუსთავი2"-ის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Live: "რუსთავი2"-ის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის შენობის წინ კარვების გაშლა დაიწყეს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს, რომელთა განცხადებით, კარავი იქნება ერთგვარი შტაბი, სადაც სამომავლო გეგმები შემუშავდება.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-თან ამ დრომდე რჩებიან არხის მხარდამჭერები. ისინი უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. მათი თქმით, გადაწყვეტილება უსამართლოა და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ასევე ცნობილია, რომ 00:00 საათისთვის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ში მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ, განცხადებას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააკეთებს.