loader

"შეუძლებელია სააკაშვილებთან და გვარამიებთან მოლაპარაკება" - რა გეგმები აქვს ქიბარ ხალვაშს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეუძლებელია სააკაშვილებთან და გვარამიებთან მოლაპარაკება" - რა გეგმები აქვს ქიბარ ხალვაშს?

ხალვაში, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილის 60% მიაკუთვნა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. სამაუწყებლო კომპანიაში ის უახლოეს მომავალში შევა, თუმცა ეს არ მოხდება ძალდატანებით. სამომავლო გეგმებზე ხალვაში ტელეკომპანია "იმედს" ესაუბრა. მისი თქმით, "რუსთავი 2" არ იქნება პარტიული ტელევიზია, ის იქნება კრიტიკული და მთელი საქართველოს ტელევიზია. ხალვაში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ დათმობენ "რუსთავი 2"-ს და დგანან ბარიკადებზე, ისინი არა თავისუფალ სიტყვას, არამედ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავენ. მისივე თქმით, ყველა ის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც დარჩენას მოინდომებს, შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. როგორც განაცხადა, თუკი "რუსთავი 2" წამგებიანი ბიზნესი იქნება, ის ტელეკომპანიას გაყიდის.