loader

საზარელი შემთხვევა სენაკში: 18 წლის ბიჭმა დედის მეგობარი მამაკაცი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი შემთხვევა სენაკში: 18 წლის ბიჭმა დედის მეგობარი მამაკაცი მოკლა

სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა მეგობარი ქალის 18 წლის შვილმა მიაყენა.
როგორც ცნობილია, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. „მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.