loader

"რუსთავი2"-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი2"-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

"რუსთავი2"-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ტელეკომპანიის იურისტი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა უკვე გააგზავნეს. თამთა მურადაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პრეცედენტი არ არსებობს. ადვოკატის განმატებით, სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო ვალდებულია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს. იურისტი სტრასბურგის სასამართლოდან პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.