loader

ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, საკუთარი პარტიიდან გარიცხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, საკუთარი პარტიიდან გარიცხეს

ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს, გუშინ, საკუთარი პარტიიდან "სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს.
აღნიშნული ინფორმაცია პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და 4 მარტით არის დათარიღებული. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ "სამოქალაქო პლატფორმიდან" მისი გარიცხვა ასევე ნიშნავს,რომ იგი გაირიცხება "ევროპის სახალხო პარტიიდანაც", რომლის შემადგენლობაშია "სამოქალაქო პლატფორმა". იაცეკ სარიუშ-ვოლსკი "ევროპის სახალხო პარტიაში" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.