loader

სასაფლაოს საყარაულოში ნაპოვნი თავშესაფარი - 3 ბავშვის ცხოვრება მიცვალებულების მეზობლად, ცოცხალი ადამიანების ნატვრაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასაფლაოს საყარაულოში ნაპოვნი თავშესაფარი - 3 ბავშვის ცხოვრება მიცვალებულების მეზობლად, ცოცხალი ადამიანების ნატვრაში

6 წლის ნატალი, 3 წლის ნინა და 2 წლის ნანიკო უკვე წლებია, დედასთან და ბებიასთან ერთად ე.წ. დამპალოს სასაფლაოს საყარაულოში ცხოვრობენ. პატარა ხის ფიცრული მათი ერთადერთი თავშესაფარია, სასაფლაოზე გარდაცვლილთა მეზობლობა - მათი განაჩენი. ეს პატარები საფლავის პრიალა მარმარილოს ჯებირების ნაცვლად, ნამდვილ კარუსელზე უნდა ქანაობდნენ, უნდა ჰყავდეთ თანატოლი ეზოში, უფრო პატარა და უფრო დიდი მეგობრები. ახლა მათი მეზობლები საფლავებია და ამ საფლავებზე იშვიათად გამოჩენილი ჭირისუფლები.

დამპალოს სასაფლაოზე ქვრივ ქალს სამ ბავშვთან ერთად თუ შენიშნავთ, არ გეგონოთ, რომ ისინი ოჯახის უფროსის საფლავზე სანთლის ასანთებად გადიან. ეს ოჯახი სასაფლაოზე ცხოვრობს. მათ ცხოვრების სისასტიკე არ აძლევთ უფლებას, რომ წუთით მაინც დაივიწყონ საკუთარი სატკივარი - გარდაცვლილი მამა, მეუღლე. მათ სამყოფელს სხვა მგლოვიარეთა ხმა მოიცავს, ღამე კი, ლამპიონების ნაცვლად ჩაბნელებულ სამარხებზე ანთებული კანდელები ანათებს.

დედის, როგორც ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის კატეგორიული მოთხოვნით, მოზარდების სახეებს არ ვმალავთ.