loader

50 000 ლარის ქრთამი ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ - ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

50 000 ლარის ქრთამი ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ - ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის დაკავების ფაქტს ადასტურებს. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გელა კობალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდას“ საქართველოს ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი.