loader

მოკლედ და გასაგებად: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დეკანოზ გიორგი მამალაძის ფარულ ჩანაწერებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლედ და გასაგებად: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დეკანოზ გიორგი მამალაძის ფარულ ჩანაწერებში

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დეკანოზ გიორგი მამალაძის ფარულ ჩანაწერებში:

1. პროკურატურამ "ციანიდის საქმეზე" გამოძიება 2017 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო;
2. ამასთან, ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეომასალა;
3. 2017 წლის იანვარში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა ირაკლი მამალაძის ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეოგადაღება;
4. აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა;
5. ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ;
6. 4 თებერვალს - 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ;
7. მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა;
8. გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე, ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა "კარგ ადგილს";
9. 2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ, ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე, რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში;
10. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.