loader

ირმა ინაშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი დაასახელეს ქალებად, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპას ცვლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირმა ინაშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი დაასახელეს ქალებად, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპას ცვლიან

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და ტელეკომპანია "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დასახელდნენ ქალებად, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპას ცვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ვებგვერდი ostpol.de ავრცელებს. რეიტინგში სულ 21 ქალი მოხვდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აღმოსავლეთ ევროპის მოვლენებში.
"თამარ ჩერგოლეიშვილი და ირმა ინაშვილი ენერგიული ქალბატონები არიან და ორივე საკუთარ ტელევიზიას მართავს. მათი შეხედულებები ერთმანეთისგან პოლარულად განსხვავდება. ერთი მათგანი პროდასავლურია, ხოლო მეორე კრემლის ხაზის გამტარებელი საქართველოში. ჩერგოლეიშვილი იბრძვის დასავლური ღირებულებებისათვის, ხოლო ინაშვილმა საკუთარი პოლიტიკური კარიერა ოჯახური ღირებულებების დაცვითა და დასავლეთთან ოპონირებით დაიწყო. მათი ცხოვრებისა და მუშაობის 4 თვე ასახულია "კოდას" მინი-დოკუმენტურ ფილმში "ნარატივების დაპირისპირება", - ვკითხულობთ საიტ ostpol.de-ზე.
თამარ ჩერგოლეიშვილისა და ირმა ინაშვილის წარმდგენი ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავაა. იგი ონლაინ პლატფორმა "კოდას" თანადამფუძნებელი და რედაქტორია. ის წლების განმავლობაში საქართველოში BBC-ის კორესპონდენტი იყო.
​საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თამარ ჩერგოლეიშვილსაც ესაუბრა. ტელეკომპანია "ტაბულას" დამფუძნებელი ინფორმირებულია ნომინაციის შესახებ. მისი თქმით, საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია, როდესაც მისი პერსონა ამ ამპლუაშია მოხსენიებული.