loader

"გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი" - მეუფე პეტრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი" - მეუფე პეტრე

გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიერო პირების, პატრიარქის და საპატრიარქოს წიაღში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ განუცხადა.
როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ამ ყველაფერმა ნათლად დაანახა, რომ ნამდვილად საჭიროა ”რაღაც მსგავსი რუის-ურბნისის”.
ამასთან, მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას აპირებდა.
”მამა გიორგი არავის მოსაწამლად არ მივიდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.