რას წერს მეუფე პეტრე წერილში, რომლითაც სინოდს პასუხობს?
მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრეს წერილში, რომლითაც მეუფე პეტრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს.
მეუფე პეტრეს წერილი 11 მარტს არის დაწერილი, თუმცა, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დღეს აქვეყნებს.
მეუფე პეტრეს წერილი 11 მარტს არის დაწერილი, თუმცა, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დღეს აქვეყნებს.