loader

როდის გველის მზიანი ამინდი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის გველის მზიანი ამინდი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი

21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს ღამითაც იწვიმებს, ხვალ გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. მათ შორის თბილისში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 13-18 გრადუსი. თბილისში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსია მოსალოდნელი.

21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით კი საქართველოში, მათ შორის თბილისში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.