loader

რა ხდება მარჯანიშვილზე, სადაც გარემოვაჭრეების დახლები აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება მარჯანიშვილზე, სადაც გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მისცეს. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია. მათივე თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და წასასვლელი არსად აქვთ.
გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვის შედეგად დაზარალებულთა პროტესტს შეურთდნენ.