loader

2 დაღუპული, 10-ზე მეტი დაშავებული და ლიკვიდირებული თავდამსხმელი - ბოლო ინფორმაცია ტერაქტზე, რომელიც ლონდონში ამ საღამოს მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 დაღუპული, 10-ზე მეტი დაშავებული და ლიკვიდირებული თავდამსხმელი - ბოლო ინფორმაცია ტერაქტზე, რომელიც ლონდონში ამ საღამოს მოხდა

ლონდონში შეიარაღებულმა პირმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, უფრო ადრე კი უესტმინსტერის ხიდზე ავტომობილით ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, შედეგად გარდაიცვალა 1 ქალბატონი, რომელიც სხეულზე მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გარდარჩენა ვერ მოახერხეს. მომხდარის შედეგად 10 ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველია, რომელიც ბოროტმოქმედმა დაჭრა. "სკოტლანდ იარდმა" შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა. შეიაღაღებული პირი კი ლიკვიდირებულია. თავდასხმის დროს პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იმყოფებოდა, რომლის ევაკუაცია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად სწრაფად განხორციელდა. ქალაქის მასშტაბით გამკაცხრდა უსაფრთხოების ზომები, პარლამენტის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სამართალდამხველთა გაორმაგებული რაოდენობა.

ასევე იხილეთ: თავდამსხმელი, რომელმაც ლონდონში პარლამენტთან ადამიანები დაჭრა, ვესტმინსტერის ხიდთან ფეხით მოსიარულეებსაც დაეჯახა

LIVE: რა ხდება ამ წუთებში ლონდონში, სადაც პარლამენტთან სროლის შედეგად 6-დან 10-მდე ადამიანი დაშავდა - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია