loader

"კანიბალიზმის საქმეზე" დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა - რა გარემოება არ გაითვალისწინა სასამართლომ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კანიბალიზმის საქმეზე" დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა - რა გარემოება არ გაითვალისწინა სასამართლომ?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ 1992 წელს დაბადებულ ლუკა ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შუამდგომლობების დაყენების დროს ჩიხლაძის ადვოკატმა დავით აბესაძემ გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ლუკა ჩიხლაძეს ჰკითხა, მუშაობს თუ არა და თუ შეუძლია გირაოს გადადახდა.

როგორც ლუკა ჩიხლაძემ განაცხადა, ის დასაქმებული არ არის, არც უძრავი ქონება გააჩნია, თუმცა მშობლებს სახლი აქვთ და გირაოს უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა.