loader

კადრები, რის გამოც "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, რის გამოც "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად დაუპირისპირდა

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ორშაბათს შპს-ს დააფუძნებენ, რომლის სახელწოდება იქნება "რუსთავი 2 ჩემია". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ში შიდა თათბირი ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩევა წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. შიდა თათბირის კადრები ეთერშიც გავიდა.

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების შეხვედრა ეთერში თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადიოდა და შეხვედრა საკმაოდ შინაურ გარემოში მიმდინაორებდა. როგორც მალევე აღმოჩნდა, შეხვედრაში მონაწილე ბევრმა თანამშრომელმა, არ იცოდა იმის შესახებ, რომ შეხვედრა ტელეეთერით გადაიცემოდა. ამას არხის ჟურნალისტების და ტელეწამყვანების ნაწილის მწვავე და კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. უკმაყოფილოთა შორის არიან არხის პოპულარული სახეები, რომლებიც ფეისბუქის პოსტებში ფაქტობრივად, ღიად დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამიას.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

ასევე იხილეთ: ნიკა გვრამიას სახალისო "ქიუბი", რომელიც წუხანდელ საჯარო თათბირს მოჰყვა