loader

რატომ დატოვა დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დატოვა დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში?

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ.
მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს. ასევე არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები.
დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.