loader

26 წლის ახალგაზრდის ოჯახი პოლიციას ცემასა და წამებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ასაჯაროებს "თეთრი ხმაური" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

26 წლის ახალგაზრდის ოჯახი პოლიციას ცემასა და წამებაში ადანაშაულებს - რა კადრებს ასაჯაროებს "თეთრი ხმაური"

ცემა თუ წაქცევა - 26 წლის ახალგაზრდის ოჯახი პოლიციას სასტიკ ცემასა და წამებაში ადანაშაულებს. 23 მარტს სამართალდამცავების მიერ შოთა პაკელიანის დაკავების ფაქტს ოჯახი, ადვოკატი და მოძრაობა "თეთრი ხმაური" პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ. მათ ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს ნარკოტიკული საშუალება "ბიო" ჩაუდეს, მისგან აღიარებით ჩვენებას კი რამდენიმე საათიანი ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველზე ცდილობდნენ. ზეწოლისა და წამების ამსახველი ვიდეო მასალა პაკელიანის მეგობრებმა განყოფილების ეზოდან გადაიღეს, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და აღბეჭდილი კადრები გაანადგურეს. პრესკონფერენციაზე ისან-სამგორის პოლიციის განყოფილებაში გადარებული ვიდეომასალის ნაწილი გასაჯაროვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავების მიერ შოთა პაკელიანის ცემას უარყოფს და აცხადებს, რომ მან სხეულზე დაზიანებები გაქცევის დროს წაქცევის შედეგად მიიღო. სამინისტროში აცხადებენ, რომ შოთა პაკელიანი 23 მარტს დააკავეს და მას პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. "ბიო" ამოუღო.

ასევე იხილეთ:

"პაკელიანმა დაზიანებები გაქცევისას წაქცევის შედეგად მიიღო" - შსს 26 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტს უარყოფს