loader

შოთა პაკელიანის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოთა პაკელიანის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა

შოთა პაკელიანის მხარდასაჭერად ისან-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" და პაკელიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრების ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილეები ითხოვენ ორი სამართალდამცველის, გურამ კასრაძისა და ირაკლი ქიტოშვილის დაკავებას. მათი თქმით, სწორედ ამ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა პაკელიანის მიმართ სასტიკი მოპყრობა და მათ ის სასტიკად სცემეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ასევე უსაფუძვლოა ის მიზეზი, რის გამოც მოხდა პაკელიანის დაკავება, რადგან პაკელიანს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ გააჩნდა. აქციის მონაწილეების თქმით, პაკელიანის ცემის ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, ამ გამოძიებისგან შედეგს არ ელიან, რადგან აღნიშნული პირები კვლავ სამართალდამცავ უწყებაში მუშაობენ.
შოთა პაკელიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.