loader

ვნებათაღელვა გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციაზე "დინამო არენასთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვნებათაღელვა გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციაზე "დინამო არენასთან"

წერეთლის გამზირზე, "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გმართეს. მათი განცხადებით, გარევაჭრობის დაკანონების მოთხოვნით აქციებს არ შეწყვეტენ. გარემოვაჭრეების თქმით, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ბაზარში გადასვლის შემთხვევაში შეღავათიან პირობებს გულისხმობს, მათთვის მიუღებელია, რადგან არ არსებობს გარანტიები, რომ 6 თვის განმავლობაში ისინი შეღავათიანი პირობებით ივაჭრებენ. მათივე განცხადებით, ისინი იაფფასიანი პროდუქციით ვაჭრობენ, 6 თვის გასვლის შემდეგ კი ბაზრობაზე დაწესებულ გადასახადს ვერ გაწვდებიან.