loader

"დინამოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დინამოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა "დინამოს" მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა "დინამოს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი უკლებას თქმით, მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, შეღავათიანი პირობებით, სხვადასხვა ბაზარში გადანაწილდნენ.