loader

რა დაუჯდა ივანიშვილს 250 წლის ხის გადატანა, რომელიც ტრანსპორტირებისას შუაზე გადატყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაუჯდა ივანიშვილს 250 წლის ხის გადატანა, რომელიც ტრანსპორტირებისას შუაზე გადატყდა

ბიძინა ივანიშვილის მიერ 15 ათას ლარად შეძენილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. შემთხვევა ნატანებში მოხდა. როგორც ადგილობრივები საუბრობენ, მას დენდროლოგიურ პარკში აღარ გადაიტანენ. ექსპრემიერმა აღნიშნული ორსაუკუნოვანი ხე ნატანებელი პედაგოგისგან შეიძინა. მის სანახავად ბიძინა ივანიშვილი ადგილზე პირადად იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, ექსპერტი, ვინც ახლდა უთხრა, რომ 250 წლის ხე გადარგვას ვერ გაუძლებდა, თუმცა ივანიშვილმა მისი ყიდვა მაინც გადაწყვიტა და ხემდე მისასვლელი დროებითი გზაც გაიყვანა, რომელიც დამატებით 5 ათასი დოლარი დაჯდა.