loader

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის გამოსვლას გლდანის ციხესთან ელოდება

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოში შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც. გლდანის მე-8 დაწესებულებასთან, სადაც გუკა რჩეულიშვილი იმყოფება, მისი ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან. გლდანის ციხესთან იმყოფება რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე, ასევე, "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ამ დროისთვის მსჯავრდებული რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი ნინო დარასელი.
ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა მაია რჩეულიშვილსაც. პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ. რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.